ვინ იყო ის მწყემსი, ვინც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას მიაკვლია - "კურიერის" გადამღები ჯგუფი მის პოვნას შეეცადა, თუმცა ადგილობრივებმა ამის შესახებ არაფერი იციან.
მოსახლეობა ადასტურებს, რომ მათთან ბოლო დღეების განმავლობაში პოლიციელები იმყოფებოდნენ და ისინი დაკარგულ გოგონას ეძებდნენ.
"რამე რომ ყოფილიყო მაშინვე დავრეკავდი, მე არაფერი მინახავს. რომ მცოდნოდა იქ ავტომობილი იყო, პოლიციაში დავრეკავდი. მხოლოდ დღეს გავიგე, რომ ერთი გოგო დაიკარგა, სულ ესაა. მეტი არაფერი არ ვიცი", - ამბობს ადგილობრივი მწყემსი.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.