ქუთაისში დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან ჟურნალისტმა სერგო ჩივაძემ შიმშილობა დაიწყო.
როგორც ჩივაძე აცხადებს, მისი მემკვიდრეობის მითვისებასთან დაკავშირებით, ათი წელია გამოძიება მიმდინარეობს, ამ დრომდე დაზარალებულად არ არის ცნობილი.
მისი თქმით, მისი ქონება მაღალჩინოსნების მიერ არის მიტაცებული. ჟურნალისტი მომხდარში საოლქო პროკურორებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროკურატურამ გუშინდელი განცხადებითაც დაზარალებულად არ ცნო, რის გამოც უვადო შიმშილობა დაიწყო.
ჩივაძე მშრალი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე არ აპირებს.