03 მაისი 2024,   18:58
ვრცლად
ბათუმში მიკროავტობუსისა და ავტობუსის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.   შემთხვევა ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მოხდა.

"რუსთავი 2-ის" კორესპონდენტის ცნობით, სამარშრუტო მიკროავტობუსი მუნიციპალურ ავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც მიკროავტობუსი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფი 5-მდე პირი მსუბუქად დაშავდა. ისინი ბათუმში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები