09 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
რუსეთის მასშტაბურ საჰაერი სწავლებებში საზენიტო–სარაკეტო ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან

რუსეთის ცენტრალურ სამხედრო ოლქში დაწყებულ მასშტაბურ საჰაერო სწავლებებში საზენიტო–სარაკეტო ქვედანაყოფებიც ჩაერთვებიან.

დაუგეგმავ წვრთნაში 12 ათას ჯარისკაცთან ერთად 250 თვითმფრინავიც მონაწილეობს. რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით მოულოდნელი სწავლებების მიზანი ქვეყნის საჰაერო ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაა. წვრთნის ფარგლებში კომის პოლიგონზე მართვადი რაკეტებით სამიზნეების განადგურებაშიც ივარჯიშებენ.

მასშტაბური სწავლებები 4 დღეს გაგრძელდება. რუსეთის პარალელურად არქტიკის რეგიონში სამხედრო წვრთნას ნატოც ატარებს.

დღის ამბები