09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
სტიქიას ტეხასსა და მექსიკაში მსხვერპლი მოჰყვა

სტიქიას ტეხასსა და მექსიკაში მსხვერპლი მოჰყვა. რეგიონს ძლიერმა შტორმმა და ტორნადომ გადაუარა.

ქარბორბალამ მექსიკის რამდენიმე დასახლებას გადაუარა და 11 ადამიანი იმსხვერპლა.
ქალაქი ციდად–აკუნა, რომელიც ტეხასს ესაზღვრება, ძლიერმა ქარმა სახლების 350 სახლი მთლიანად გაანადგურა, ნაწილს კი სახურავები ახადა. სტიქიის შედეგად დაშავდა 180–მდე ადამიანი.

შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 12 დაკარგულად მიიჩნევა შეერთებულ შტატებშიც. ტეხასსა და ოკლაჰომაში ძლიერ შტორმს წყალდიდობა მოჰყვა. დატბორილია რამდენიმე ქალაქი. წყლის ძლიერმა ნაკადმა 400–ზე მეტი საცხოვრებელი გაანადგურა და ქუჩებზე გაჩერებული მანქანები წაიღო. მეტეოროლოგების განცხადებით რეგიონში რეკორდული ნალექი დაფიქსირდა. დაზარალებულ რეგიონში სამაშველო–საევაკუაცია ოპერაცია მიმდინარეობს.

დღის ამბები