დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 251 დევნილ ოჯახს გადასცემს.
დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ საცხოვრებელი ფართები ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად გაანაწილა.
251 დევნილი ოჯახის სია, რომლებსაც უახლოეს დღეებში ბინის გასაღები გადაეცემათ სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე idp.gov.ge უკვე გამოქვეყნდა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი აცხადებს, რომ საცხოვრებელი ფართები ამ ეტაპზე იმ ოჯახებს გადაეცათ ვისაც დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.