04 მაისი 2024,   23:51
ვრცლად
ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების ტემპმა სამჯერ მოიმატა - ქვეყანაში მეორე ტალღის დაწყებაზე  საუბრობენ

ესპანეთში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შესაძლოა, კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია. ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ბოლო სამ კვირაში ვირუსის გავრცელების ტემპმა სამჯერ მოიმატა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტალღა აღმავალია.

ბოლო 2 კვირაში მხოლოდ კატალონიაში COVID-19-ის 8 ათასი შემთხვევა გამოვლინდა. ამის გამო ჯანდაცვის მინისტრმა ბარსელონას მოქალაქეებს მოუწოდა, საჭიროების გარეშე სახლებიდან გასვლას მოერიდონ.

მადრიდში კი ადგილობრივმა მთავრობამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივ თავყრილობაზე შეზღუდვის დაწესება კვლავ განიხილება.

"ძალიან დიდ სირთულეებთან გვიწევს გამკლავება. ინტენსიური თერაპიის ოთახები კვლავ გადავსებულია. არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები და რა ზომების მიღებაა აუცილებელი," – აცხადებს ექიმი. 

დღის ამბები