საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1131-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და 920-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გარდაცვლილია 16 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში 6183 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 302.