20 აპრილი 2024,   12:51
ვრცლად
კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია, შესაძლოა, 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყოს

მსოფლიო, სადაც კორონავირუსის შემთხვევბი ყოველდღიურად მატულობს, კვლავ ვაქცინის მოლოდინშია. არავინ იცის კოვიდ-19-თან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება გრძელვადიანი თუ ახლოვადიანი პერსპექტივაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ გლობალური ვაქცინაცია, შესაძლოა, 2021 წლის შუა პერიოდში დაიწყოს.

ვაქცინის პირველად გამოყენებას რომ მომავალ წლამდე არ უნდა ველოდოთ, ამაზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმაც ისაუბრა. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვაქცინის დამზადების პროცესში შესამჩნევი პროგრესია, თუმცა დრო კიდევ საჭიროა, რადგან პრიორიტეტული ადამიანთა უსაფრთხოებაა.

ამ დროისთვის ვაქცინაზე 20-ზე მეტი კომპანია მუშაობს. რამდენიმე პოტენციურმა პრევენციულმა საშუალებამ კვლევების სამი ფაზა უკვე გაიარა. ჰონდურასის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მკვლევარების მტკიცებით, პირველი ვაქცინა დეკემბერში იქნება. ერთ-ერთი კვლევა, რომელიც ოქსფორდის უნივერისტეტში ჩაატარეს და რომელშიც 1000-მდე ცდის პირი მონაწილეობდა, სპეციალისტებისთვის დამაიმედებელია. დამატებითი კვლევა ახლა უკვე დიდ მასშტაბებზე უნდა ჩატარდეს.

სანამ მსოფლიოში მეცნიერები ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სურათი დღითიდღე იცვლება და მძიმდება. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ვაქცინა მომავალი წლის შუა ხანებშიც რომ შეიქმნას, საქართველოში მაინც გვიან ჩამოაღწევს.

ამერიკის შეერთებული შტატები გარკვეულ კომპანიებს უკვე წინასწარ უკვეთავს ვაქცინებს, როცა შეიქმნება, რომ პირველებმა მოიპოვონ, რისთვისაც 2 მილიარდს ხარჯავს. ბრაზილია, რომელიც წითელ ზონად რჩება, ჩინეთთან თანამშრომლობით ვაქცინის ტესტირებას თავის 8 000-ს მოქალაქეზე გეგმავს. 

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. უხილავ მტერს 600 000-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. სანამ სახიფათო ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი გაჩნდება, სპეციალისტები მოსახლეობას სოციალური დისტანცირებასა და რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები