18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. უფლებადამცველის თქმით, გამოძიება მას მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით ჩადენილ დანაშაულებს ედავება.

საუბარია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციაზე.

დაკავებული თემურ ღვინჯილია დანაშაულს არ აღიარებს. ის დუმილის უფლებას იყენებს და ამბობს, რომ მანქანაში კონტრაბანდული სიგარეტის არსებობა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც სამართალდამცავებმა გააჩერეს.

მასთან ერთად დაკავებულია საკრებულოს აპარატის თანამშრომელიც. წალენჯიხის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები 25 ივლისს, გვიან ღამით სოფელ ფახულანში დააკავეს.

დღის ამბები