თბილისში ხის წაქცევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გვიან ღამით, ჩიქოვანის ქუჩაზე მოხდა. ხე მანქანას დაეცა, რომელშიც 28 წლის ახალგაზრდა ქალი იმყოფებოდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის წარმომადგენელი, თუმცა მან "კურიერთან" მომხდარის დეტალებზე არ ისაუბრა.