19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა, ირაკლი წაქაძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა, მას გამოძიება ძალადობას ედავება.
წაქაძე საბურთალოელია და აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდა, მას ავტობანზე მომხდარ დიდ დაპირისპირებასთან კავშირი არ აქვს.
წაქაძე პირველია, რომელმაც ბრალის ნაწილი აღიარა. მასთან ერთად მისი ორი მეგობარია დაკავებული - საბა ჩხარტიშვილი და საბა გოგშელიძე. ისინიც, ასევე, აგარაკის ინციდენტში მონაწილეობდნენ და დუმილის უფლებას იყენებენ.
დანარჩენი 8 პირი - "მერსედესისა" და "ტოიოტას ქამრის" მგზავრები, რომლებსაც ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, ბრალს არ აღიარებენ.
სასამართლო პროცესი მცხეთაში 11 საათზე დაიწყო.