23 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალი წესები ამოქმედდა - ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ახალი წესები ამოქმედდა. შეთანხმების ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ახალი შეთანხმების მიხედვით, აკრძალულია სადაზვერვო-დივერსიული ქმედებები და ნებისმიერი ლეტალური ტიპის იარაღის გამოყენება. რუსეთს, უკრაინასა და ეუთო-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების შედეგად ასევე აიკრძალა დასახლებულ ობიექტებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურებთან ახლოს მძიმე შეიარაღების შეყვანა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, საუბრის დროს ზელენსკიმ და პუტინმა 2019 წლის 9 დეკემბერს, პარიზში ნორმანდიის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულების საკითხიც განიხილეს.

ზელენსკიმ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა დონბასისა და ყირიმის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაკავებული უკრაინელი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე სამომავლო ნაბიჯების აუცილებლობაზე.

დღის ამბები