დაზარალებული ლერი სულაბერიძე, რომელსაც გუშინ წყნეთის გზაზე ესროლეს, აცხადებს, რომ მას არ დაუნახავს ვინ ესროლა. ამასთან, თავად ლერი სულაბერიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირი, რომელმაც ესროლა, უკვე დაკავებულია და ის პოლიციაში ამოცნობაზე იმყოფებოდა.
"არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მანქანასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედების გამო ვიყავი, არაფერი ამოცნობა. არაფერი დამინახავს რა ავტომობილი იყო," - აცხადებს ლერი სულაბერიძე "კურიერთან".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.