"ვერის საძმოს" ყოფილი წევრის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანის მისამართით გასროლის ბრალდებით, პოლიციამ ირაკლი ღლონტი დააკავა. ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა პოლიციაში გამოკითხის შემდეგ დააპატიმრეს.
ლერი სულაბერიძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას თქმით, დაზარალებულს აღნიშნული სახელი და გვარი არაფერს ეუბნება. როგორც "რუსთავი 2"-ს განუცხადა, მისთვის სხვა დეტალები უცნობია.
შეგახსენებთ ლერი სულაბერიძეს წყნეთის გზაზე, ე.წ კალების ტერიტორიაზე გუშინ საღამოს დაესხნენ თავს. ინციდენტის დროს სულაბერიძე გადარჩა, მის მანქნანას კი 5 ნატყვიარი აქვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასა და მკვლელობის მცდელობის მუხლით არის დაწყებული.