09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
ბიბი კინგი თანაშემწეებმა მოწამლეს - მუსიკოსის შვილების სკანდალური ბრალდება

ბიბი კინგის შვილების სკანდალური ბრალდება. ბლუზის მეფის ქალიშვილები აცხადებენ, რომ მუსიკოსი თანაშემწეებმა მოწამლეს.

89 წლის ბიბი კინგი გასულ კვირას საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მისმა პირადმა ექიმმა მიზეზად მაშინ მრავალჯერადი მიკროინფარქტი დაასახელა.

ახალი ბრალდებების გამო სპეციალისტებმა ცხედარს განმეორებითი ექსპერტიზა ჩაუტარეს, რომლის შედეგები 8 კვირაში გახდება ცნობილი.

დღის ამბები