18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
ხელვაჩაურის საკრებულომ ოპოზიციონერ დეპუტატს ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა

ხელვაჩაურის საკრებულოს უმრავლესობამ 15 ხმით საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ვაჟა თავდგირიძეს უფლებამოსილება შეუწყვიტა.

გადაწყვეტილებას სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტით საკრებულოს ფრაქცია “ ნაციონალური მოძრაობა ქრისტიან კონსერვატორები” დაიშალა.

უმრავლესობის განცხადებით, დეპუტატი ბოლო 6 თვის განმავლობაში სხდომებზე არ დადიოდა და სწორედ ეს გახდა უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი.

საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა ფრაქციის თავმჯდომარე. მან საკრებულოს დეპუტატებს სამედიცინო დასკვნა წარუდგინა,სადაც ვაჟა თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი. მიშა ბოლქვაძის თქმით, დეპუტატს მძიმე დაავადება აქვს და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

უმრავლესობის დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ცნობა ჯანმრთელობის შესახებ არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ დეპუტატს ნამდვილად აქვს მძიმე დაავადება.

დღის ამბები