ორი დღის წინ, დილის 5 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, ებრალიძეების სახლში ხელყუმბარა შეაგდეს.
დაზიანებულია სახლის მეორე სართული. შემთხვევის მომენტში, მეორე სართულზე არავინ იმყოფებოდა. როგორც ებრალიძეების ოჯახი ამბობს, შემთხვევა მეზობლურ კონფლიქტს უკავშირდება.
მეზობლებს შორის კონფლიქტური სიტუაცია 2015 წელსაც იყო, როცა თხილის მოპარვის მცდელობის გამო ოჯახმა თავდამსხმელი მოიგერია და ამის გამო მათი ოჯახის წევრს პირობითი მსჯავრი დაეკისრა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.