კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა და დღეისათვის უკვე 1,182-ს შეადგენს.
გამოჯანმრთელდა ასევე 3 პაციენტი და საერთო ჯამში COVID-19 საქართველოში 962-მა პაციენტმა დაამარცხა.
მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდზე stopcov.ge რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
კორონავირუსით ქვეყანაში გარდაცვლილია 17 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში რჩება 7,007 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 280.