20 აპრილი 2024,   04:01
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - მოსახლეობა მომხდარის მიზეზად სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობას ასახელებს

კახეთში ამინდის გაუარესებამ პრობლემები ამჯერად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შექმნა.

ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა სოფელ მსხალგორში ადგილობრივები დააზარალა. სოფლებში სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყო. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.

მოსახლეობა მომხდარის მიზეზად სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობას ასახელებენ და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. მუნიციპალიტეტის მერი კი აღნიშნულ მიზეზს შეუსაბამოდ მიიჩნევს. 

"სტიქიის ზონაში აქტიურად მუშაობდა მთელი ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახური. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ სანიაღვრე არხების გაუწმენდაობის გამო, ეს არ მომხდარა, რადგან ჩვენ მათ წმენდას მუდმივად ვახორციელებთ," - განაცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობა დილიდან ზარალს ითვლის. გვიან ღამით მოსულა სტიქიამ ძირითადად სოფელები დააზარალა. ათეულობით ოჯახი მოსავლის გარეშეა დარჩენილი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა, სრულად გაანადგურა ვენახები და ბოსტნეული.

ასევე, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და განადგურდა ავეჯი, დაიხოცა შინაური ფრინველი.

ამასთან, ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, კაბლის მოსახლეობა შეიკრიბა და დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული. რაც შეეხება ანაზღაურებას, მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, ზარალს, აღწერის შემდეგ განიხილავენ.

დღის ამბები