16 აპრილი 2024,   15:20
ვრცლად
"ყველაფერი მაიმუნობაა" - თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს განცხადებას ოჯახის ადვოკატი გამოეხმაურება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ოჯახის ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იგი დღეს ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს, მანამდე კი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

უფლებადამცველის თქმით, იგი სამინისტროს განცხადებას არ ენდობა და კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას საქმის ბუნდოვანებაზე.

"გავაკეთებ სხვანაირ განცხადებას მასმედიისთვის. კითხვის ნიშანია ყველაფერი და უკვე ყველაფერი მაიმუნობა არის. ყველაფერს დეტალურად ჩამოვაყალიბებ, რატომაა კითხვის ნიშანი და რატომაა მაიმუნობა," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

ცნობისთვის შსს-მ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაცია გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, ბაჩალიაშვილი საკუთარ კომპიუტერში გაუჩინარებამდე სუიციდის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტში ეძებდა. 

დღის ამბები