09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ობამამ და სტოლტენბერგმა უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ მიდგომაზე იმსჯელეს

ბარაკ ობამამ უკრაინის კრიზისი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად განიხილა. შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და იენს სტოლტენბერგის მოლაპარაკება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გაიმართა.

ბარაკ ობამას განცხადებით, მათ დეტალურად ისაუბრეს უკრაინაში არსებულ ვითარებასა და რუსეთის აგრესიულ მიდგომაზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა კი ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას.

იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ძალების გაყვანისა და სეპარატისტების მხარდაჭერის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

დღის ამბები