09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
ურკაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა

ურკაინის პრეზიდენტმა ქვეყნის ევროვნული უსაფრთხოების სტრატეგია დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელიც უკრაინის თავდაცვის უწყების მიერაა მომზადებული, მთავარ პრიორიტეტად ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა დასახელებული.

სტრატეგიულ ამოცანად რჩება ქვეყნის ნატოში გაწევრიანება. უკრაინა თავდაცვის უნარიანობის გაზრდასაც გეგმავს ნატოსა და ევროკავშრთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის საფუძველზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპასთან ასოცირების შეთანხმება ქვეყნის სტრატეგიულ ორიენტაციას განსაზღვრავს.

კიევის ახალი სტრატეგია ნატოს გენერალურმა მდივანმა შეაფასა და აღნიშნა, რომ ალიანსი განიხილავს უკრაინის განაცხადს ალიანსის წევრობაზე.

დღის ამბები