09 ოქტომბერი 2024,   06:24
ვრცლად
თალიბების მორიგი თავდასხმა ქაბულში-ტერორისტებმა მძევლების აყვანა სცადეს

თალიბების მორიგი თავდასხმა ქაბულში- შეიარაღებულმა ტერორისტებმა ავღანეთის დედაქალაქის დიპლომატიურ კვარტალში მდებარე სასტუმროში შეჭრა და მძევლების აყვანა სცადეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა ავღანელმა სამხედროებმა გაუწიეს.

ქაბულის ცენტრში 7 საათის განმავლობაში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმოდა.

სამხედრო მეთაურობის ინფორმაციით, ორმხრივი სროლის შედეგად 4 თავდასმხმელი ლიკვიდირებულია. ძალოვანების ცნობით, სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან მსხვერპლი არ არის.

დღის ამბები