09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
"როდესაც არავინ ხედავს, ამ დროს პუტინი სამხრეთ ოსეთს შთანთქავს" - Newsweek სტატიას აქვეყნებს

რუსეთის პოლიტიკაზე ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს Newsweek-ი. 

"როდესაც არავინ ხედავს, ამ დროს პუტინი სამხრეთ ოსეთს შთანთქავს" - ამ სათაურით დაბეჭდილ სტატიაში ავტორი ხაზს უსვამს, რომ ორი თვის წინ მედია აქტიურად აშუქებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წლისთავს, თუმცა იმავე დღეს ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. შეთანხმების გაფორმებით რუსეთის ტერიტორია კიდევ უფრო გააფართოვა.

ავტორი წერს, რომ ეს ფაქტი ევროკავშირმა ოფიციალური განცხადებით დაგმო, თუმცა ქართველებისთვის ხელშესახები სარგებელი არ შეუთავაზებია. ამის მაგალითად ჟურნალისტს სავიზო რეჟიმზე რიგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს.

ავტორის შეფასებით, შესაძლოა მარტის მოვლენები გლობალურ რადარზე არ დაფიქსირდა, მაგრამ მორიგ კონფლიქტში ჩათრევა იმ ტერიტორიაზე, რომელმაც საკუთარი ბედი აირჩია, არ არის ის გზა, რომლის გავლაც ბევრს სურს.

დღის ამბები