09 ოქტომბერი 2024,   06:26
ვრცლად
ტეხასსა და მექსიკაში შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ტეხასსა და მექსიკაში შტორმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ტეხასისა და ოკლაჰომას შტატებში 9 ადამიანი ემსხვერპლა. ძლიერმა წვიმამ და ქარმა ქალაქებში წყალდიდობა გამოიწვია, დააზიანა საცხოვრებელი სახლები და ელექტრო გადამცემი ხაზები.

ტეხასის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქალაქი ჰიუსტონი თითქმის მთლიანად დატბორილია. აქ წყლის ძლიერმა ნაკადმა 1000-ზე მეტი ავტომობილი დატბორა. გარდაცვლილთა უმეტესობაც სწორედ მგზავრები არიან.

მაშველებმა ასობით მგზავრის გადარჩენა მოახერხეს. გარდაცვლილთა გამო მწუხარება უკვე გამოთქვა ბარაკ ობამამ და დაზარალებულ შტატებს დახმარებას დაჰპირდა.

დღის ამბები