ოზურგეთში დღეს რუსეთ -საქართველოს ომი გაიხსენეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.
როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გვირგვინებით მიაგეს პატივი საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავსაც.
მემორიალთან ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
2008 წლის აგვისტოს ომში გურიის რეგიონიდან ცხრა ჯარისკაცი დაიღუპა.