საქართველოს პრეზიდენტი ნიქოზის საკათედრო ტაძარში ჩავიდა და ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის მსახურებას დაესწრო.
სალომე ზურაბიშვილმა ტაძარი უკვე დატოვა, მას კომენტარი არ გაუკეთებია.
სოფელი ნიქოზი 2008 წელს მოვლენების ეპიცენტრში იყო. ის არაერთხელ დაიბომბა.
დაიბომბა და გადაიწვა, ასევე, ისტორიული საეპისკოპოსო სასახლე და მონასტერი.