26 აპრილი 2024,   12:44
ვრცლად
რამდენად დაცულია უსაფრთხოება სასტუმროებში და ტურიზმის სექტორში - ბათუმში ამ თემაზე შეხვედრა გაიმართა

რამდენად დაცულია უსაფრთხოება სასტუმროებში და ტურიზმის სექტორში - ამ თემაზე საქართველოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბიზნესომბუდსმენმა და აჭარის მთავრობის წევრებმა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.

შეხვედრაზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა კერძო სექტორში რეგულაციების ეფექტურად აღსრულებისა და ზედამხედველობის სისტემის შესახებ ისაუბრა.

"ეკონომიკის გახსნის პარალელურად ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით რეკომენდაციების შემუშავებაზე სხვადასხვა სექტორული მიმართულებით. ასევე შრომის ინსპექცია მიმართულია რეკომენდაციების აღსრულების ნაწილზე, თუ როგორ ხდება ამა თუ იმ რეკომენდაციის დამკვიდრება და აღსრულება სამუშო ადგილებზე. დღეს ვიმყოფებით აჭარის რეგიონში. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორი, მოგეხსენებათ, სასტუმროები შრომის ინსპექციის დასკვნის საფუძველზე ახდენენ ოპერირებას. დინამიკა საკმაოდ დადებითია. კომპანიებისა და სასტუმროების უმრავლესობამ დააკმაყოფილა მოთხოვნები და ჩვენ მივეცით დადებითი დასკვნა, რათა შეძლონ ოპერირება, თუმცა ბიზნესთან ვაგრძელებთ შეხვედრებს და ვაცნობთ იმ პროტოკოლებს, რომლებიც შევიმუშავეთ და გამოწვევებს, რომელიც არსებობს. რეგიონალურ დონეზე ვმართავთ რიგით მეორე შეხვედრას, რომელსაც მხარს უჭერს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია. აქცენტს ვაკეთებთ არა სანქცირებაზე არამედ, პრევენციასა და ცნობიერების ამაღლებაზე." - განაცხადა ბექა ფერაძემ.
 
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაიმართა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი თემების შესახებ კითხვების დასმისა და უწყებების მხრიდან შესაბამისი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ. დისკუსია რეგულაციების აღსრულების ხელშეწყობასა და ცნობიერების ამაღლებას მიზნით გაიმართა.
დღის ამბები