27 აპრილი 2024,   03:52
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - დაშავებულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ კახათში - დაშავებულია სამი ადამიანი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში,  ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა.

"მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა, შედეგად მანქანაში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ორივე მათგანი კონტაქტურია, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები