საქართველოს პრეზიდენტი დღეს გურიის რეგიონში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში ცნობილი ლოტბარების ხუხუნაიშვილების ახლად აღმოჩენილი საფლავები და იქ მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მოინახულა.
პრეზიდენტი ამ წუთებში სოფელ აცანაში მიემართება, სადაც ეკლესიის ეზოში, ანზორ ერქომაიშვილს, მის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებენ.