20 აპრილი 2024,   01:30
ვრცლად
ლევან თოფაძეს სამართალდამცველები უახლოეს დღეებში გამოკითხავენ - ის სახლში განაგრძობს მკურნალობას

დაჭრილ ლევან თოფაძეს სამართალდამცველები უახლოეს დღეებში გამოკითხავენ. ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი საავადმყოფოდან ორი დღის წინ გაწერეს და ის მკურნალობას სახლში განაგრძობს.

22 წლის ახალგაზრდას დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. მას ორი ოპერაცია დასჭირდა. დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერის შვილი, ბუსა ჟვანიაა. მას განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებიან. ჟვანიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინცინდენტი 2 აგვისტოს თოფაძის სახლში მოხდა.

დღის ამბები