09 ოქტომბერი 2024,   06:21
ვრცლად
ლატვიის სანაპიროებთან რუსული სამხედრო გეგმები შენიშნეს

ლატვიის სანაპიროებთან რუსული სამხედრო გეგმები შენიშნეს. საუბარია კილოს კლასის წყალქვეშა გემზე და კიდევ ერთ ხომალდზე, რომელიც წყლის აკვატორიის კვლევისთვისაა განკუთვნილი.

ლატვიის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული სუბმარინა ლატვიის ტერიტორიული წყლების საზღვარს 5 საზღვაო მილის მანძილზე მიუახლოვდა.

რუსული სამხედრო ტექნიკის გააქტიურების შესახებ ლატვიელმა სამხედროებმა გუშინაც გააკეთეს განცხადება. საჰაერო ძალებმა ბალტიის ზღვის თავზე სამხედრო თვითმფრინავი დააფიქსირეს.

დღის ამბები