09 ოქტომბერი 2024,   06:29
ვრცლად
არქტიკის რეგიონში ნატოს მასშტაბური საჰაერო სწავლებები გრძელდება

არქტიკის რეგიონში ნატოს მასშტაბური საჰაერო სწავლებები გრძელდება. მანევრებში 100 სამხედრო თვითმფრინავი და 4 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს.

ერთი კვირის განმავლობაში ამერიკული, ფრანგული და ბრიტანული მოიერიშეები სხვადასხვა სამხედრო დავალებას შეასრულებენ და მათ შორის, საჰაერო სამიზნეების განადგურებაშიც ივარჯიშებენ.

სწავლებებში ჩართული იქნება ტორნადოს, ტაიფუნის, მირაჟისა და ავაქსის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები. პარალელურად მასშტაბურ წვრთნებს ატარებს რუსეთიც, ასტრახანის პოლიგონებზე მიმდინარე მანევრებში საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებიც მონაწილეობენ.

დღის ამბები