09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
ინდოეთში გაუსაძლისი სიცხისაგან გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა

ინდოეთში გაუსაძლისი სიცხისაგან გარდაცვლილთა რიცხვმა ათასს გადააჭარბა. ყველაზე მეტი ადამიანი სამხრეთ შტატებში თელანგანასა და ანხრა–პრადეშში დაიღუპა, სადაც ბოლო ერთი კვირაა ანომალური სიცხეა და ტემპერატურა 46 გრადუსს აღწევს. ბოლო მონაცემებით, ამ შტატებში გარდაცვლილია ათას 118 ადამიანი. დასავლეთ ბენგალიაში კი 25 ადამიანია დაღუპული.

მეტეოროლოგების პროგნოზით, გაუსაძლისი სიცხეები თვის ბოლომდე გაგრძელდება. მთავრობა მოსახლეობას დღის საათებში ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.

დღის ამბები