08 მაისი 2024,   20:53
ვრცლად
ძლიერი წვიმის გამო სოფელ შავღელეს მონაკვეთთან გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა

კორონავირუსის გარდა მესტიას სტიქიაც უტევს - ძლიერი წვიმის გამო სოფელ შავღელეს მონაკვეთთან გვიან ღამით მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საავტომობილო გზაზე ჩამოვიდა, რის გამოც ავტომობილების გადაადგილება გარკვეული პერიოდი პარალიზებული იყო. მის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკა ადგილზე გვიანობამდე მუშაობდა.

ამ დროისთვის გზა უკვე გაწმენდილია და მოძრაობა აღდგენილი. შავღელესთან უამინდობის დროს მეწყერის ჩამოწოლა პირველი შემთხვევა არ არის. სპეცტექნიკა საჭიროების შემთხვევაში გარკვეული პერიოდი ადგილზე რჩება.

"შავღელეზე იყო, ჩამოწვა, სადაც ყოველთვის ჩამოდის ეს მეწყერი იმ ადგილას იყო ჩამოწოლილი. საფრთხე არავის შექმნია და არავინაა მოყოლილ მეწყერში. ადგილი იქნება დაწმენდილი იმისათვის, რომ მოძრაობა შეუზღუდავად იყოს," - აღნიშნა მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები