09 ოქტომბერი 2024,   06:28
ვრცლად
„დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, - ელისაბედ მეორე

„დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს რუსეთზე ზეწოლას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიზნით“, – ეს განცხადება ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ პარლამეტის სესიის გახსნაზე გააკეთა.

ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად ბრიტანეთი უკრაინის სუვერენიტეტის ერთერთი გარანტორი ქვეყანაა.

მონარქის განცხადებით, ლონდონი მოითხოვს მოსკოვისგან მინსკის შეთანხმების ყველა დებულების შესრულებას.

ელისაბედ მეორემ პარლამენტში ახალი მთავრობის პრიორიტეტებზეც ილაპარაკა და ერთერთ საკითხად ევროკავშირთან ურთიერთობა გამოყო.

დედოფლის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში 2017 წლის ბოლომდე ევროკავშირის დატოვების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

დღის ამბები