დღეს, თბილისის დროით 11:31 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ამჟამად სტიქიის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთი იყო.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ტყვარჩელთან 31 კილომეტრში, სოფელ მარჯვენა პტიშში, 3.7 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.