04 მაისი 2024,   23:44
ვრცლად
ბეირუთში საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა პარლამენტის შენობის გარშემო ჯებირების გარღვევა სცადეს

ბეირუთში შეტაკებები გრძელდება. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა პარლამენტის შენობის გარშემო ჯებირების გარღვევა სცადეს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.

საპასუხოდ უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

2 დღის წინ ლიბანის მთავრობა გადადგა, თუმცა ამან საპროტესტო გამოსვლები არ შეაჩერა. მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომასაც მოითხოვენ. ისინი ხელისუფლებას პორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით არასათანადო რეაგირებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები