09 ოქტომბერი 2024,   06:22
ვრცლად
„ფორბსის“ რეიტინგებში ანგელა მერკელი წლის გავლენიან ქალად დასახელდა

ანგელა მერკელი წლის ყველაზე გავლენიან ქალად დასახელდა. მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალბატონების ახალი რეიტინგი ჟურნალმა ”ფორბსმა” გამოაქვეყნა.

გერმანიის კანცლერი 25 ყველაზე წარმატებულ ქალს შორის პირველ პოზიციაზე უკვე მეხუთედ მოხვდა. მეორე ადგილზე შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონია, რომელიც გასულ წელს, იმავე სიაში, მე-6 ადგილს იკავებდა. მესამე პოზიციაზე წელს ბილ გეითსის მეუღლე მელინდა გეითსია. შეერთებული შტატების პირველი ლედი, მიშელ ობამა კი, სიაში მეათე ადგილს იკავებს.

შოუ ბიზნესის წარმოამდგენლებიდან სიაში მომღერალი ბიონსე, ტეილორ სვიფტი და ოპრა უინფრი მოხვდნენ.

დღის ამბები