ბრაზილიიდან ჩინეთში იმპორტირებულ ქათმის გაყინულ ფრთებში კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმიანება.
უწყების ერთ-ერთ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადამიანებს საკვებისგან კორონავირუსის გავრცელების არ უნდა ეშინოდეთ.
იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამაც, სადაც აღნიშნულია, რომ ჯერჯერობით არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ადამიანები შესაძლოა საკვებისგან დაინფიცირდნენ.
გაყინულ ფრინველში კორონავირუსის აღმოჩენასთან დაკავშირებით განცხადება ჩინეთის ქალაქ შენ-ჯენის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააკეთა.
ბრაზილიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი პეკინისგან ახსნა-განმარტებას ელოდებიან.