19 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
კარანტინში მყოფი პირი რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა კომატოზურ მდგომარეობაშია

ბათუმში, კარანტინში მყოფი პირი, რომელიც სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა, კომატოზურ მდგომარეობაშია. დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, ის კონტაქტური არ არის. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილების ბოქსირებულ ნაწილში გადის.

"პაციენტი შემოყვანილი იქნა ღამის საათებში კლინიკაში, 112-ის ბრიგადის მიერ უგონო მდგომარეობაში. როგორც ცნობილი იყო, ტრამვა მიიღო სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ჩატარდა შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები, რითაც გამოვლინდა სხეულის მრავლობითი დაზიანება. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში, იმყოფება ბოქსირებულ პალატაში, მდგომარეობა ამ ეტაპზე არის მძიმე,“ - განაცხადა რეანიმატოლოგმა, სოფიო მორთულაძემ

27 წლის ბიჭმა, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით გუშინ შემოვიდა, არსებული ინფორმაციით, სავალდებულო საკარანტინო პერიოდის მოხდა გააპროტესტა და შენობის მეოთხე სართულიდან აღნიშნული მიზეზის გამო გადახტა.

შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო შენობაში მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. 

დღის ამბები