06 მაისი 2024,   06:34
ვრცლად
ამაზონის ჯუნგლებში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობას ხელს ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის

ამაზონის ჯუნგლებში კვლავ ხანძარია. ადგილზე ცეცხლის ლოკალიზებას მაშველები ცდილობენ. ხანძრის ჩაქრობას ხელს ქარი და მაღალი ტემპერატურა უშლის. 

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ხანძრის ამსახველ მასალას ტყუილს უწოდებს და მედიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს.

ამაზონი, რომელსაც დედამიწის ფილტვებად მოიხსენიებენ, მსოფლიოში არსებული ჟანგბადის 20%-ს გამოყოფს. გასულ წელს მასშტაბური ხანძრების გამო, ტყის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ბუნების დამცველების ნაწილი ხანძრებში ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსანარუს ადანაშაულებს.

დღის ამბები