ოთხი დაღუპული და სამი დაშავებული - მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.
შემთხვევა ქვემო ფონიჭალაში მოხდა. გარდაცვლილებიდან ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.