10 სექტემბერი 2026,   11:28
ვრცლად
სოფელ ნაბოსლევის მოსახლეობა უგზოობას და უწყლობას აპროტესტებს

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლების მოსახლეობა არსებულ პრობლემებს აპროტესტებს. ადგილობრივების თქმით, 30 წელია გზის, ბუნებრივი აირის და წყლის გარეშე ცხოვრობენ.

მათ დღეს სოფელში აქცია გამართეს და ადგილობრივი ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს. მათი თქმით, უგზოობის გამო უჭირთ გადაადგილება, როგორც ფეხით, ასევე ავტომობილებით, წყალს კი წყაროდან მოიხმარენ. ადგილობრივების თქმით, სოფელში არსებული პრობლემების გამო მოსახლეობის ნაწილმა საცხოვრებლები დატოვა.

აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.

დღის ამბები