09 ოქტომბერი 2024,   06:25
ვრცლად
უკრაინის საზღვართან რუსეთმა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა გააორმაგა

უკრაინის საზღვართან რუსეთმა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა გააორმაგა. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, საზღვრიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე კუზმინსკის ბაზაზე ასობით ერთეული ტანკი, საარტილერიო და სარაკეტო დანადგარები შეიტანეს.

სამხედრო მანქანების უმეტესობა სანომრე ნიშნების გარეშე გადაადგილდებოდა და სამხედროებსაც უნიფორმაზე ამოსაცნობი სიმბოლოები მოხნილი ჰქონდათ, რაც "როიტერის" ჟურნალისტების განცხადებით ადასტურებს, რომ საზღვართან სწორედ რუსეთის ქვედანაყოფები არიან კონცეტრირებული.

მოსკოვში კი აცხადებენ, რომ უკრაინის საზღვართან დაცვა გააძლიერეს, რადგან რუსეთის ტერიტორიაზე დევნილების გარდა ექსტრემისტების შეღწევის საფრთხე გაჩნდა.

დღის ამბები