06 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
ბელარუსში ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200 000 ადამიანი მონაწილეობს - ადგილობრივი მიდია

ბელარუსში ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ აქციაში მინიმუმ 200 000 ადამიანი მონაწილეობს.

მინსკსა და სხვა დიდ ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლები გრძელდება, სადაც ისმის შეძახილები "წადი". მოსახლეობა ლუკაშენკოს მეექვსე ვადით პრეზიდენტობას აპროტესტებს და რეფორმებს მოითხოვს.

მძლავრი პროტესტი ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა, სადაც ცესკოს დათვლით ლუკაშენკოს, ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა მისცა ხმა, მის მთავარ მეტოქე ციხანოვკაიას კი 9 პროცენტმა. ციხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და მასზე განხორციელებული მუქარის შესახებ განცხადება გაავრცელა.

დღის ამბები