06 მაისი 2024,   10:37
ვრცლად
21 მილიონ 800 ათასზე მეტი ინფიცირებული და 773 ათასზე მეტი გარდაცვლილი - COVID-19 ის მსოფლიო სტატისტიკა

21 მილიონ 800 ათასზე მეტი ინფიცირებული და 773 ათასზე მეტი გარდაცვლილი - ასეთია COVID-19 ის მსოფლიო სტატისტიკა. კორონავირუსის ეპიცენტრად კვლავ შეერთებული შტატები რჩება. ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ამერიკის შემდეგ ბრაზილიასა და ინდოეთშია.

შემთხვევები მატულობს ევროპის ქვეყნებში. იტალიაში ახალგაზრდებში ვირუსის გავრცელების ზრდის გამო ღამის კლუბები იხურება და გარკვეულ ადგილებში, ღამის პერიოდში, პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს რუსეთი ვირუსის გავრცელების მსოფლიო რუკაზე კვლავ მეოთხე ადგილს იკავებს. თურქეთში ბოლო 24 საათში 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 19. მზარდია ინფიცირების მაჩვენებელი აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. 

დღის ამბები