საქართველოს მოქალაქეები საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩებიან. ოფიციალური თბილისი კი იმედს იტოვებს, რომ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს მისცემენ საშუალებას გატაცებულები მოინახულონ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის კიდევ ერთი შეხვედრის დროს, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება, ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მოქალაქეების საკითხს მწვავედ დააყენებს.