09 ოქტომბერი 2024,   06:31
ვრცლად
სკანდალი შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში

სკანდალი შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებაში. სამხედროებმა ამერიკის 9 კერძო ლაბორატორიასა და სამხრეთ კორეაში სამხედრო ბაზაზე შეცდომით ციმბირის წყლულის ცოცხალი ნიმუშები გაგზავნეს.

გავრცელებული ცნობით, ისინი აღმოჩენისთანავე გაანადგურეს. თუმცა, კორეაში პროფილაქტიკური სამედიცინო პრეპარატები მაინც დაუნიშნეს 22 სამხედროს, რომლებსაც შესაძლოა საშიშ ტვირთთან ჰქონოდათ შეხება.

პრევენციული მკურნალობა უტარდება შტატებში 4 სპეციალისტსაც. ცნობილია, რომ ნიმუშები იუტას შტატის სამხედრო ლაბორატორიიდან გაიგზავნა, სადაც ქიმიური და ბიოლოგიური იარაღისგან თავდაცვის მიზნით სწავლებები მიმდინარეობს.

დღის ამბები